სულხან-საბა ორბელინის იგავი "ძალა ერთობაშია" გაკვეთილის გეგმა და დამხმარე რესურსები. დაწვრილებით >>
____________________________________
საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი იმის შესახებ,რომ მათემატიკა რთული მეცნიერებაა და მისი შესწავლა მხოლოდ განსაკუთერებული ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანებს შეუძლიათ. სინამდვილეში კი, დამერწმუნებით, ეს ასე სულაც არ არის და მასწავლებლის როლი ამ სტერეოტიპის დამსხვრევაში მართლაც შეუდარებელია.
____________________________________
საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი იმის შესახებ,რომ მათემატიკა რთული მეცნიერებაა და მისი შესწავლა მხოლოდ განსაკუთერებული ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანებს შეუძლიათ. სინამდვილეში კი, დამერწმუნებით, ეს ასე სულაც არ არის და მასწავლებლის როლი ამ სტერეოტიპის დამსხვრევაში მართლაც შეუდარებელია.
გაკვეთილის დაგეგმვისას, ვითვალისწინებ რა, მასწავლებლისა და მოსწავლის ესგ სტანდარტს, ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი სახალისო და საინტერესო აქტივობით გავამდიდრო საგაკვეთილო პროცესი, მოს-წავლეებს გავუღვივო საგნის სიყვარული და შევაძლებინო სირთულე-ების დაძლევა.
სწორედ ამ მიზნით ავირჩიე საინტერესო, საიდუმლო ხრიკებით დატვირთული თემა : ,,მაგიური კვადრატი“ და დავგეგმე სამოდელო გაკვეთილი , რომლის ეფექტურად ჩატარებაში ძალიან დამეხმარა ,,შსო“ტრენინგკურსზე მიღებული ცოდნა და საშუალება მომეცა ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა.
გაკვეთილის ეფექტურად წარმართვის მიზნით,მასწავლებლის პროფესიული სტანდრტის ვალდებულებების გათვალისწინებით წინასწარ მოვამზადე რესურსები:
- ჯგუფური მუშაობისათვის საჭირო ბარათები,
რომლებიც ემსახურებოდა პოზიტიური და ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნას, მოსწავლეს დაეხმარებოდა მიწოდებული ცნებებისა და მიმართულების თვალსაჩინოების საშუალებით აღქმაში, ხელს შეუწყობდა მოსწავლეთა ყურადრების გააქტიურებას და აღუძრავდა მიწოდებული მასალის შესწავლის სურვილს, აუმაღლებდა თვითშეფასებას და მოტივაციას, გაუჩენდა სურვილს თავადაც შეექმნათ მსგავსი კვადრატი და გაეოცებინათ სხვები.
გაკვეთლზე გამოვიყენე ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის ფორმები, რამაც საშუალება მომცა კლასის ყველა მოსწავლე ჩართულიყო საგაკვეთილო პროცესში. დამხმარე რესურსები>>
ვფიქრობ, გაამართლა ჩემმა მცდელობამ და კლასის მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა დაეუფლა ,,მაგიური კვადრატის“, როგორც უცნობი რიცხვების პოვნის, ასევე მისი შექმნის ხელოვნებას.საგაკვეთილო სამუშაო პროცესი
საინტერესო და კარგი გაკვეთილია მომეწონა.
ОтветитьУдалить