პროექტები

,,ვწეროთ ლამაზად“

              2017 წლის მარტში დაწყებითი კათედრის  ინიციატივით სკოლაში დაიგეგმა სასკოლო პროექტი    ,,ვწეროთ ლამაზად“, რომელიც პრეზენტაცია მოხდა 14 აპრილს ,,დედაენის დღეს“.
       პროექტის მიზანი- ქართული დამწერლობის ეტაპების გაცნობა, ისტორიული ფაქტების მოკლედ, ასაკთან შესაბამისად მიმოხილვა, ქართული ასოების მოხაზულობის თავისებურებებზე დაკვირვება და ინიციატივა- ვწეროთ ლამაზად!
 1  კლასი აქტიურად ჩაება პროექტში,  გამოვაცხადე დედაენის კვირეული, ჩავატარე მინი ლექცია თემაზე ,,ფარნავაზიდან იაკობამდე“, ვაჩვენე ვიდეორგოლი ,,მეფე ფარნავაზი“, სადაც მარტივად, ბავშვებისათვის გასაგებ ენაზე მოთხრობილია საქართველოსა  და ქართული ანბანის ისტორიის შესახებ.   ვიმუშავეთ ქართული ასოების დახვეწილ მოხაზულობაზე, წერის ჰიგიენის წესებზე და მთელი მონდომებით 14 აპრილს კონკურსის ფორმატით, ესგ სტანდარტის შესაბამისად ვწერეთ პატარა მოთხრობა ,,ტყეში“. ( ქართ. I. 13. მოსწავლეს  შეუძლია ნაბეჭდი ტექსტიდან / დაფიდან მარტივი წინადადებების გადაწერა.
               შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იცავს მანძილს ასოებს შორის;
·         ნაბეჭდი ფურცლიდან/დაფიდან გადაწერს სიტყვებს, წინადადებებს;
·         დამოუკიდებლად წერს სიტყვებს, რომელთა ორთოგრაფიული ხატი მისთვის ნაცნობია.  )

  შეფასება მივანდეთ ჟიურს, რომელიც დაკომპლექტდა მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლობით. პატარებმა იმდენად მოინდომეს, რომ გაჭირდა გამარჯვებულის გამოვლინება. თუმცა მაინც შეირჩა რამდენიმე საუკეთესო ნამუშევარი. პროექტში მონაწილე მოსწავლეები სკოლის დირექტორმა დააჯილდოვა შესაბამისი სერტიფიკატებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий