ღონისძიებები

                    
     15 სექტემბერი- საზეიმო შეხვედრა I კლასელებთან
      ეს დღე  განსაკუთრებით ემოციური, დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანია, როგორც პირველ-კლასელებისათვის, ასევე მათი მშობლებისა  და მასწავლებლისთვის. ლამაზი დასაწყისი, მიზნისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ძალზედ საპასუხისმგებლოა პედაგოგისათვის, რომელსაც ანდობენ ყველაზე სათუთ და საყვარელ არსებას- შვილს, ამყარებენ იმედებს, ინტერესითა და ცოტა კრიტიკულა-დაც შეჰყურებენ...
     პირველი შთაბეჭდილება და შეფასება რომ სასურველი ყოფილიყო წინასწარ დავგეგმე 1 დღის 1 გაკვეთილი და ვფიქრობ მიზანსაც მივაღწიე. არც  ჩემი ყოფილი მოსწავლეები დავივიწყე, მათი დახ-მარებით და აქტიური მონაწილეობით გავმართეთ  ,,ცოდნის ზეიმი“- მეხუთეკლასელებმა საზეიმო ვითარებაში ესტაფეტა, თავიანთი კლასის სიმბოლო ,,გემი მოგზაური“ და  მეზღვაურების საყელოები გადასცეს პირველკლასელებს და წარმატებული მოგზაურობა უსურვეს ცოდნის უკიდეგანო ოკეანაში.  ყველა პირველკლასელს მიეცა საშუალება თავისი სასურველი ნომრის წარდგინების, წინასწარ გამზა-დებული ,,ჯადოსნური კალათიდან“ თანაკლასელის სურათის ამოღებით გაცნობის და  დაფაზე გაკრულ გემაზე სასურველ პოზიციაზე განთავსებით, შევქმენით ახალი ,,ეკიპაჟი“-,,მოგზაური 2016-2020“  !
გადავეცი სამახსოვრო ბარათები, წიგნები, ბუკები და დაიწყო ახალი 2016-2017 სასწავლო წელი.

     წინ საინტერესო და სახალისო, თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა გველოდება! 
                 _________________________


                                                
                                                   

Комментариев нет:

Отправить комментарий