четверг, 29 июня 2017 г.

                                         2016-2017 სასწ/ წლის ანგარიში

      2016-17 სასწავლო წელი საკმაოდ ნაყოფიერად და შინაარსიანად წარიმართა ბათუმის # 7 საჯარო სკოლის პირველკლასელთათვის. კლასში ჩატარდა არაერთი სასკოლო თუ სკოლისგარეშე ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ არა მარტო კლასის მოსწავლეები, არამედ მათი მშობლებიც. მიზნობრივად დაგეგმილი სასწავლო წლის პირველი და ასევე სასწ. წლის  ბოლო  დღის ემოცია და შთაბეჭდილება, ვფიქრობ დიდხანს გაჰყვებათ პატარებს და მათ გულშემატკივრებს. ( შეგიძლიათ იხილოთ ღონისძიებების ჩანართი).
        ყოველდღიური სიახლე, სტანდარტით გათვალისწინებული სახალისო დავალებების ფურცლები, ვიდეორესურსები, კლასის მართვის პეროგრამით ბუკებში გაზიარებული მასალები, სასურველი სასწავლო გარემო, საინტერესო აქტივობებით მდიდარი გაკვეთილები  ამაღლებდა მოსწავლეთა მოტივაციას და ხელს უწყობდა სწავლა-სწავლების პროცესის სრულყოფილად და ხარისხიანად წარმართვას, რაც თავისთავად აისახა  წლის ბოლოს მისაღწევ შედეგებზე. კლასის ყველა მოსწავლემ წარმატებით დაძლია ესგ სტანდარტით გათვალისწინებული პროგრამული მასალა და მიენიჭა მეორეკლასელის წოდება.
       
  

вторник, 29 сентября 2015 г.

სამოდელო გაკვეთილები

2014 წლის 19 დეკემბერს ქ.ბათუმის #7 საჯარო სკოლის მე-3 კლასში, მათემატიკაში, ჩატარებული სამოდელო გაკვეთილის                                                       
                              რეფლექსიდაწვრილებით >>
     სასწავლო რესურსის რეფლექსია
   სწავლება-სწავლის პროცესი განსაკუთრებით რთულია I  კლასის მოსწავლეთათვის. განათლების  საფუძველი, წერა-კითხვა, სწორედ ამ კლასში ისწავლება და მასწავლებელი უნდა ცდილობდეს, რამდენადაც შესაძლებელია, გაუმარტივოს და გაულამაზოს მათ ეს სირთულე.
  ისტ ტექნოლოგიების დანერგვამ სასწავლო პროცესში მასწავლებლებს გაგვიმარტივა საჭირო ვიზუალური თუ ელექტრონული რესურსებით კლასის მომარაგება.
    I კლასში  თითქმის ყველა გაკვეთილზე  ვიყენებდი როგორც საკუთარ, ასევე კოლეგების მიერ  ან ერთობლივად შექმნილ ელ.რესურსს. ვცდილობდი  რაც შეიძლება მარტივად და საინტერესოდ მიმეწოდებინა მათთვის ახალი მასალა.
   ,,ჯ“ ასაოს გასაცნობად პროგრამა ,,PowerPoint”-ში გავაკეთე სლაიდი ,,ბეჯითი ჯულია“, რომლის შესაქმნელადაც გამოვიყენე საკუთარი ტექსტი ,,ჯ“ ასოს მრავალჯერადი გამოყენებით და კლასის მოსწავლის, ჯილდას, ბუკით გადაღებული სურათი, რამაც განსაკუთრებული  ემოცია და სიხარული გამოიწვია მოსწავლეებში. ბავშვებმა რამდენჯერმე ხალისით წაიკითხეს ტექსტი და დღემდე ახსოვთ ჯილდასა და მისი ჯიუტი თოჯინა ჯულიას, გამოსწორების ამბავი. დაწვრილებით>>

ჩემ შესახებ


პროფესიული განვითარების გეგმის რეფლექსია 
 მასწავლებელი მუდმივ ძიებაში უნდა იყოს, უნდა იზრდებოდეს პროფესი-ულად , სისტემატიურად ეცნობოდეს და იყენებდეს თანამედროვე ინოვაციებს. ამ მიზნით, გავიარე, ,,მასწავლებლის სახლის“ მიერ ორგანიზებული არაერთი ტრენინგი, ავიმაღლე კვალიფიკაცია და მიღებული ცოდნა გამოვიყენე საგაკვეთი-ლო პროცესში. 21-ე საუკუნის სკოლა ხომ წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე,მითუფრო, რომ საჯარო სკოლების დაწყებითი კლასები აღჭურვილია ამ მიმართულებით საჭირო, გაკვეთილის მართვის პროგრამებით, რამაც დამანახა იმის აუცილებლობა, რომ დავხელოვნებულიყავი ამ სფეროში. ტრენინგკურსები, რომლებიც სწორედ ამ მიზნის განხორციელებას ემსახურებოდა, ძალიან დამეხმარა ამ მიმეღო პრაქტიკული გამოცდილება და გამომეყენებინა საგაკვეთილო პროცესის ეფექტურად დაგეგმვასა და წარმართვაში. თავიდან დავიწყე მარტივი,,,word“-ის ფაილების შექმნით, შემდეგ ,,Power-Point" -ში ე.წ.ანიმაციური ელ. წიგნები დავამზადე, ვისწავლე ,,qiz“ტესტების შექმნა და გამოყენება და, რაც მთავარია, ჩემს მოსწავლეებს გავუზიარე ჩემი ცოდნა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ,,შსო“ მოდელით ჩატარებულ ტრენინგზე მიღებული ცოდნა, რომლითაც საშუალება მომეცა საინტერესო რესურსების მოძიების და დამუშავების შემდეგ მიმეღო ჩემთვის სასურველი, გაკვეთილის მიზნის და ესგ სტანდარტის შესაბამისი ვიდეო რესურსი, რომელთა გამოყენება გაკვეთილზე საკმაო ინტერესსა და ხალისს იწვევს. ,,მაგიური კვადრატი“, ,,შოშია“, ,,ფარშავანგი“ , ,,ლომი და კურდღელი“ ,,ბეჯითი ჯულია“ , ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც გიგზავნით. გარდა ტრენინგებისა, მასწავლებლისთვის, მეტად მნიშვნელოვანია, სხვათა გამოცდილების გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობა. ამიტომაც, მუდმივად თვალს ვადევნებ განათლების სამინისტროს ვებ.გვერდზე განთავსებულ ინფორმაციებს მასწავლებელთა შეხვედრებისა და კონფერენციების შესახებ. 2014 წლის 22 თებერვალს, თბილისში, ,,ევროპულ სკოლაში“დავესწარი კონფერენციას თემაზე: ,,საინფორმაციო ტექნოლოგიები სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის“, სადაც ბათუმის #10 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელ , ქეთევან ნიკოლაიშვილთან, ერთად ვიყავი მომხსენე-ბელი. კვლავაც ველოდები სიახლეებს და საინტერესო შემოთავაზებებს.
დაწვრილებით >>