პროფესიული განვითარების გეგმის
რეფლექსია
მასწავლებელი მუდმივ ძიებაში უნდა იყოს, უნდა იზრდებოდეს პროფესი-ულად , სისტემატიურად ეცნობოდეს და იყენებდეს თანამედროვე ინოვაციებს. ამ მიზნით, გავიარე, ,,მასწავლებლის სახლის“ მიერ ორგანიზებული არაერთი ტრენინგი, ავიმაღლე კვალიფიკაცია და მიღებული ცოდნა გამოვიყენე საგაკვეთი-ლო პროცესში.
21-ე საუკუნის სკოლა ხომ წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე,მითუფრო, რომ საჯარო სკოლების დაწყებითი კლასები აღჭურვილია ამ მიმართულებით საჭირო, გაკვეთილის მართვის პროგრამებით, რამაც დამანახა იმის აუცილებლობა, რომ დავხელოვნებულიყავი ამ სფეროში.
ტრენინგკურსები, რომლებიც სწორედ ამ მიზნის განხორციელებას ემსახურებოდა, ძალიან დამეხმარა ამ მიმეღო პრაქტიკული გამოცდილება და გამომეყენებინა საგაკვეთილო პროცესის ეფექტურად დაგეგმვასა და წარმართვაში.
თავიდან დავიწყე მარტივი,,,word“-ის ფაილების შექმნით, შემდეგ ,,Power-Point" -ში ე.წ.ანიმაციური ელ. წიგნები დავამზადე, ვისწავლე ,,qiz“ტესტების შექმნა და გამოყენება და, რაც მთავარია, ჩემს მოსწავლეებს გავუზიარე ჩემი ცოდნა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ,,შსო“ მოდელით ჩატარებულ ტრენინგზე მიღებული ცოდნა, რომლითაც საშუალება მომეცა საინტერესო რესურსების მოძიების და დამუშავების შემდეგ მიმეღო ჩემთვის სასურველი, გაკვეთილის მიზნის და ესგ სტანდარტის შესაბამისი ვიდეო რესურსი, რომელთა გამოყენება გაკვეთილზე საკმაო ინტერესსა და ხალისს იწვევს.
,,მაგიური კვადრატი“, ,,შოშია“, ,,ფარშავანგი“ , ,,ლომი და კურდღელი“ ,,ბეჯითი ჯულია“ , ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც გიგზავნით.
გარდა ტრენინგებისა, მასწავლებლისთვის, მეტად მნიშვნელოვანია, სხვათა გამოცდილების გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობა. ამიტომაც, მუდმივად თვალს ვადევნებ განათლების სამინისტროს ვებ.გვერდზე განთავსებულ ინფორმაციებს მასწავლებელთა შეხვედრებისა და კონფერენციების შესახებ.
2014 წლის 22 თებერვალს, თბილისში, ,,ევროპულ სკოლაში“დავესწარი კონფერენციას თემაზე: ,,საინფორმაციო ტექნოლოგიები სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის“, სადაც ბათუმის #10 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელ , ქეთევან ნიკოლაიშვილთან, ერთად ვიყავი მომხსენე-ბელი.
კვლავაც ველოდები სიახლეებს და საინტერესო შემოთავაზებებს.დაწვრილებით >>
Комментариев нет:
Отправить комментарий